ახალი ამბები

დაუშვებელია კერძო ლაბორატორიებმა ბინაზე ჩაატარონ კორონავირუსის ტესტირება – გამყრელიძე

27 თებერვალი, 2020 • 1551
დაუშვებელია კერძო ლაბორატორიებმა ბინაზე ჩაატარონ კორონავირუსის ტესტირება – გამყრელიძე

დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაუშვებელს უწოდებს კერძო ლაბორატორიების ნაწილის ქმედებას, რომლებიც ადამიანებს ბინაზე მისვლით, სახლის პირობებში, კორონავირუსის ტესტირებას სთავაზობენ.

ამირან გამყრელიძეს დღეს, 27 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტმა ჰკითხა, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ სხვა ლაბორატორიებსაც ჰქონდეთ კორონავირუსის ტესტირების გაკეთების საშუალება, თან, ბინაზე მისვლით, როგორც ამას მოსახლეობას სთავაზობენ.

“რა თქმა უნდა უნდა, შესაძლებელია, რომ კორონავირუსზე ტესტი სხვა ლაბორატორიებმაც გააკეთონ, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი პირობები და მიყვებოდნენ საერთაშორისო გაიდლაინებსა და რეკომენდაციებს. რაც თქვენ ბრძანეთ, ეს დაუშვებელია. მოვუწოდებ ლაბოირატორებს: ნუ ისარგებლებთ ამ მდგომარეობით და გარკვეული თანხების მისაღებად ნუ დაიწყებენ ასიმპტომური ადამიანების სინჯების აღებას სახლებში. ჯერ ერთი, ვინც ჩვენთან სინჯს იღებს, რამდენიმეკვრიიანი ტრენინგი აქვს გავლილი – როდის და როგორ იღებ სინჯს, რა ტიპის დამცავი საშუალებები უნდა გქონდეს, რა ტიპის სინჯარაში უნდა აიღო, ლაბორატორიაში რამდენ ხანში უნდა მიიტანო – ამისთვის გაწერილია სპეციალური პროცედურები.

მოვუწოდებ ყველა ლაბორატორიას, ვისაც ამ ტიპის გამოცდილება არ აქვს: თქვენი პირადი მერკანტილური ინტერესების გამო ხალხს ნუ შეიყვანთ შეცდომაში. ეს არის დაუშვებელი. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქმე, აქ წამყვანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანზიაციები. ეს არ არის გრიპის ტესტები, რომელიც შეიძლება გააკეთო. ეს არის პანდემიის საფრთხე”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 27 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა.

კორონავირუსისგან თავის დასაცავად დეტალურ ინსტრუქციებს გაეცანით აქ:

ჯანმოს რეკომენდაციები – წაიკითხეთ და შეასრულეთ

მასალების გადაბეჭდვის წესი