ახალი ამბები

ბათუმის ნავთობტერმინალს ყადაღა მოეხსნა

28 ივლისი, 2015 •
ბათუმის ნავთობტერმინალს ყადაღა მოეხსნა

 

ბათუმის ნავთოტრემინალთან დაკავშირებულ დავებში დაპირისპირებული მხრეები იყვნენ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის” კომპანია Batumi Terminals Limited, კომპანია Petrotrans Limited-ს და მეორეს მხრივ კომპანია Vibro Diagnostik-ის ფილიალის, აგრეთვე კომპანია Libra Trading FZC. სწორედ ეს ორი უკანასკნელი კომპანია, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, 62 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვდა ბათუმის ნავთობტერმინალისგან.  მორგების შესახებ ინფორმაცია დღეს, 28 ივლისს ნავთობტერმინალმა თავად გაავრცელა პრესრელიზის სახით.

 

ბათუმის ნავთობტერმინალში გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი პირის, ზურაბ შურღაიას ინფორმაციით, მორიგება ისე შედგა, რომ „საუბარი არის თანხის გადახაზე, რადგან ჰოლდინგის ხელმძღვანელები მშვიდობიანად შეთანხმდნენ და შედგა მორიგება. ჩვენს პარტნიორებს აქვთ თავიანთი რეზერვუარები და ჩვენ საქმიანობას ვაგრძელებთ კეთილმეგობრულად. მხარეებმა სარჩელი გამოვიტანეთ და ამიტომაც მოხსნა იუსტიციის სამინისტრომ ყადაღა ნავთობტერმინალს“.

 

დღეს გავრცელებულ პრესრელიზში ნავთობტერმინალის ტვირთბრუნვაზეც წერია. პრესრელიზის თანახმად, „2015 წლის 6 თვის შედეგებით, ამ წლის 1 ნახევარში ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მშრალი ტვირთების ბრუნვამ შეადგინა 516 196 ტონა, რაც 18 977 ტონით ნაკლებია გეგმიურ მაჩვენებელზე. გეგმის შესრულება შეადგენს 96%-ს და იგი 0,5%-ით ნაკლებია წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

 

ნავთობ და ნავთობპროდუქტების ტვირთბრუნვამ შეადგინა 1 984 588 ტონა, რაც 134% აღემატება დაგეგმილ მოცულობებს და 11% ნაკლებია შარშანდელი ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით“.

 

წელს, 6 თვეში ბათუმის პორტში 259 გემი გადაუტვირთიათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი