ახალი ამბები

ხელს ნუ ჩამოართმევთ და ნუ გადაკოცნით ერთმანეთს – გამყრელიძე

27 თებერვალი, 2020 • 2937
ხელს ნუ ჩამოართმევთ და ნუ გადაკოცნით ერთმანეთს – გამყრელიძე

დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად ერთმანეთს ნუ მიესალმებიან გადაკოცნით და ხელის ჩამორთმევით.

“ერთმანეთს მიესალმეთ ხელის აწევით. ეს არ არის სასაცილო”, – თქვა ამირან გამყრელიძემ დღეს, 27 თებერვალს გამართულ ბრინგზე.

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსი ვრცელდება დაავადებული პირისგან ვირუსის წვეთოვანი გზით გავრცელებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და სადეზინფექციო ხნსარით დამუშავება, ასევე, ოთახების სველი წესით დამუშავება და ხშირი განიავება. გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სისტემა მზად არის კორონავირუსის შემთხვევების სამართავად და პრევენციისთვის.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 27 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა.

კორონავირუსისგან თავის დასაცავად დეტალურ ინსტრუქციებს გაეცანით აქ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/256088/

მასალების გადაბეჭდვის წესი