ახალი ამბები

ადამიანები, ვისთანაც დაინფიცირებულ პირს კონტაქტი ჰქონდა, იზოლაციაში არიან – გამყრელიძე

27 თებერვალი, 2020 •
ადამიანები, ვისთანაც დაინფიცირებულ პირს კონტაქტი ჰქონდა, იზოლაციაში არიან – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში გუშინ, 26 თებერვალს დაფიქსირებულ კორონავირუსთან დაკავშირებით 14-დღიან საიზოლაციო სივრცეში არის გადაყვანილი ყველა ის ადამიანი, ვისთანაც კორონავირუსით დაავადებულ პირს კონტაქტი ჰქონდა:

“ეპიდემიოლოგებმა მოიძიეს საქართველოში ყველა შესაძლო კონტაქტი საბაჟოზე და საზღვარზე, რადგან ავადმყოფი პირდაპირ იქნა გადმოყვანილი და მას მოსახლეობასთან შეხება არ ჰქონდა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ინფექციებთან ბრძოლის მზაობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ეს ყოფილა ბოლო ათეული წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ინფექციასთან გამკლავებას”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შესახებ მიეწოდა აზერბაიჯანსაც, რასთან დაკავშირებითაც მათ დაწყვებული აქვთ დაინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტების მოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი