ახალი ამბები

ირანთან მიმოსვლა 2 კვირით შეწყდა

26 თებერვალი, 2020 • 1052
ირანთან მიმოსვლა 2 კვირით შეწყდა

საქართველო ირანთან მიმოსვლას 2 კვირით კეტავს. შეზღუდვა ეხება როგორც საჰაერო, ასევე, სახმელეთო (სხვა ქვეყნების გავლით) მიმოსვლას.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

განცხადება ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით სამარშრუტო ტაქსით ჩამოვიდა საქართველოში ირანიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი