ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა

26 თებერვალი, 2020 • 3201
საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

განცხადება ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ის გადაყვანილი იქნა ინფექციურ საავადმყოფოში.

“საბაჟო ზოლზე შემოწმებული იქნა მოქალაქე ჩვენი მესაზღვრეების მიერ, რომლებიც სრულიად ეკიპირებულები იმყოფებოდნენ. ეს ამცირებს მათი დასნებოვნების რისკს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ახლა ვახორციელებთ ამ მებაჟეების კონტროლს და ისინიც გადაყვანილნი იქნებიან საკარანტინო სივრცეში. ამ ეტაპისთვის პაციენტი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში და მის ჯანმრთელობას არ ემუქრება საფრთხე. მინდა დავამშვიდო საქართველოს მოქალაქეები – ჩვენ არ გვაქვს პანიკის რისკი, ვინაიდან ჩვენი მთავრობა ყველა ზომას მიმართავს, რომ საქართველოში არ გვქნდეს კორონავირუსის ეპიდემია”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოს მოქალაქე ირანიდან აზერბაიჯანის გავლით სამარშრუტო ტაქსით გადაადგილდებოდა. მასთან ერთად მყოფი ერთი მგზავრი გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში, თუმცა კორონავირუსი არ უფიქსირდება. სამარშრუტო ტაქსის სხვა მგზავრები იმყოფებიან კარანტინში აზერბაიჯანში. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პაციენტი საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და მას საქართველოს სხვა მოქალაქესთან შემხებლობა არ ჰქონია.

ამ თემაზე გირჩევთ გაეცნოთ

https://batumelebi.netgazeti.ge/news/256088/?fbclid=IwAR0V-YaB0agu42yMldwt83YZvFW9iPhzBTmvzv4RB2Q-7Ke9uyFp7QLke5g

მასალების გადაბეჭდვის წესი