ახალი ამბები

საბერძნეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

26 თებერვალი, 2020 •
საბერძნეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

საბერძნეთში, სალონიკში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 38 წლის ქალი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ იტალიას სტუმრობდა.

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა “როიტერსს” უთხრა, რომ კორონავირუსით დაავადებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 14 დღეს კარანტინში ქალის ოჯახის წევრებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი