ახალი ამბები

Placebo-მ თბილისის სტიქიით დაზარალებულებს 40 ათასამდე დოლარი ჩაურიცხა

28 ივლისი, 2015 •
Placebo-მ თბილისის სტიქიით დაზარალებულებს 40 ათასამდე დოლარი ჩაურიცხა

Placebo–მ Tbilisi Opern Air-ზე გამოსვლამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ კონცერტიდან მიღებულ ჰონორარს 13–14 ივნისის სტიქიით დაზარალებულებს გადაურიცხავდა.

 

Placebo-ს ბასისტმა, სტეფან ოლსდალმა, 14 ივნისს სოციალურ ქსელ ინსტაგრამში ბეჰემოტის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “ეს არის თავისუფალი ბეჰემოტი თბილისის ქუჩებში. პლაცებო იქ დაუკრავს რამდენიმე კვირაში. ერთი სული მაქვს, როდის შევუერთდები ცირკს”. მოგვიანებით მან ფოტო წაშალა და მის ნაცვლად ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომლის აღწერაშიც საკუთარი საქციელი განმარტა.

 

“მე ვერ გავიაზრე მომხდარის რეალური ეფექტი,”- წერდა სტეფან ოლსდალი.

 

13–14 ივნისს თბილისში მომხდარ სტიქიას 19 ადამინი შეეწირა. ასევე, ქალაქისთვის მიყენებულმა ზარალმა ათეულობთ მილიონი ლარი შეადგინა. 

ჯგუფი Placebo. Tbilisi Open Air 2015 - 06.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
ჯგუფი Placebo. Tbilisi Open Air 2015 – 06.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი