რამდენიმე დიდ სააფთიაქო ქსელში პირბადეების მარაგი სრულად ამოწურულია, დანარჩენში კი მათი გაყიდვა მხოლოდ ლიმიტირებულად ხდება.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე, ბუნებრივი პროცესია და საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც პირბადეებთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნა:
“პირბადეების დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი და, ბუნებრივია, საქართველოშიც შეიქმნებოდა. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, რომ დამატებით შემოიტანონ მომწოდებლებმა პირბადეები შესაბამისი ღირებულებით”, – განმარტა ტიკარაძემ.