ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოსთან დიალოგი არ იქნება – დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი

26 თებერვალი, 2020 • 1881
საქართველოსთან დიალოგი არ იქნება – დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი

აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო კანდიდატმა ადგურ არძინბამ დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა, რომ წინააღმდეგია საქართველოსთან დიალოგი აწარმოოს.

“თქვენ იცით, რამდენად ძლიერი მხარდაჭერა აქვს ჩვენს მტერს. დღე და ღამე საკუთარ არმიას აძლიერებენ. საქართველოსთან დიალოგი არ იქნება. ის ჩვენი მტერია. ამაზე ფიქრიც კი დაუშვებელია. ვისთან უნდა ვაწარმოოთ დიალოგი? იმ ადამიანებთან, რომლებიც დილიდან საღამომდე სამხედრო სწავლებებს გადიან და ოცნებობენ, როგორ შემოვლენ სოხუმში? ჯერ ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარონ და ჩვენს ეკონომიკაზე მიყენებულ კოლოსალურ ზარალზე ისაუბრონ. აი, მაშინ ვილაპარაკებთ”, – ამბობს არძინბა. 

თბილისთან დიალოგის საჭიროებაზე მისმა ოპონენტმა, დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობის ყველაზე რეიტინგულმა კანდიდატმა, ასლან ბჟანიამ მედიასთან ისაუბრა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი