სამტრედიაში ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ერთმანეთს შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატვირთო და მერსედესის მარკის მინივენი. დაღუპულები სწორედ ამ ავტომობილის მგზავრები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადამიანების გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომლის შედეგადაც დაიღუპა 2 ან მეტი ადამიანი.