კანარის კუნძულ ტერენიფეზე, ერთ-ერთი სასტუმროში, 1 000-მდე ტურისტი იზოლირებულია და ობიექტის დატოვების საშუალებას არ აძლევენ. ესპანური მედიასაშუალება EL PAIS-ის ცნობით, ამის მიზეზი გახდა იტალიელი დამსვენებელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. ესპანეთში ეს უკვე ინფიცირების მესამე შემთხვევაა.
BBC წერს, რომ ინფიცირებული პირი იტალიის მოქალქე ექიმია. ის ესპანეთში ლომბარდიიდან ჩავიდა. სწორედ ეს რეგიონი ამ დროისთვის იტალიაში ვირუსის კერას წარმოადგენს. ინფიცირებული ექიმი საავადმყოფოს იზოლირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი, ხოლო ექიმებს სასტუმროს სტუმრები დაკვირვების ქვეშ ჰყავთ. ამასთან, სასტუმროს უსაფრთხოების სამსახური დამსვენებლებს შენობის დატოვების საშუალებას არ აძელევს.
BBC ასევე ავრცელებს უახლეს ცნობებს კორონავირუსთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის ინფიცერების შემთხვევა 88 ათას გასცდა. აქედან დიდი წილი ჩინეთზე მოდის. რაც შეეხება იტალიას, ევროპაში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ამ ქვეყანაშია, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა.