მოძრაობა “სირცხვილიამ” თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 20-21 ივნისს დაკავებული ადამიანების მხარდასაჭერად აქცია გამართა.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნოდარ რუხაძის თქმით, 20-21 ივნისის ღამეს დაკავებულები არიან პოლიტიკური ნიშნით დევნილები:
” დღეს აქ ვდგავართ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ მათ გვერდით ვართ და ვუცხადებთ უპირობო სოლიდარობას.”
20-21 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშრებით დაკავებული პირების მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება.
20-21 ივნისის საქმეზე დღეს სასამართლოში პოლიციელებს გამოკითხავენ