ახალი ამბები

გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილს ყოფილი თანაპარტიელები აბულინგებენ

24 თებერვალი, 2020 • 2403
გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილს ყოფილი თანაპარტიელები აბულინგებენ

საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წევრის, გია გაჩეჩილაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები „ბიძინა ივანიშვილის ბულინგით არიან დაკავებული“. გაჩეჩილაძემ ეს „პალიტრანიუსის ეთერში“, ლევან კობერიძესთან – „ოცნების“ ყოფილ წევრთან დებატებში განაცხადა.

დებატებში კობერიძემ განაცხადა, რომ „ფასი არ აქვს“ ისეთ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს, რომელშიც უშუალოდ ივანიშვილი არ მიიღებს მონაწილეობას. გაჩეჩილაძის თქმით კი, მოლაპარაკებებზე  „ოცნებას“ წარმოადგენს  „პარტიის ელიტა“, ხოლო შედეგის მიღება იმიტომ ვერ ხერხდება, რომ ოპოზიცია „ფეხს ითრევს“:

„ძალიან სამწუხაროა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის წყალობით მოხვდნენ პარლამენტში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ახლა ბიძინა ივანიშვილის ბულინგით არიან დაკავებული. რა თქმა უნდა, ბულინგია, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერთვება ამ პროცესში. იქ ჩართულია პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც აგრეთვე არის ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი, იქ არის გენერალური მდივანი, აღმასრულებელი მდივანი და ა.შ. ანუ პარტიის ელიტა არის ჩართული. ისინი ახმოვანებენ იქ უშუალოდ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი