ახალი ამბები

კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

25 ივლისი, 2015 •
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ამ ტერიტორიაზე 13 ივნისს განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად გზის სავალი ნაწილის მარცხენა სამოძრაო ზოლი ჩაწყდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დროებითი შემოვლითი გზის გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გადაერთვება კოდა-მარნეულის, მარნეული-თეთრიწყაროს და ფარცხისი-თეთრიწყაროს საავტომობილო გზების გავლით, აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი