პრემიერ-მინისტრის პრესსამახურის ინფორმაციით, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ “საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა”.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მიღწევები დემოკრატიული განვითარების პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლო სისტემის რეფორმა და ევროკავშირთან ურთიერთობა შეხვედრის მთავარი თემები იყო.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია საქართველოს 25 ივლისს ეწვია. დელეგაციის წევრები შეხვდნენ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. დღესვე დელეგაცია აპირებს გაემგზავროს კონფლიქტის ზონაში და მოინახულოს ადმინისტრაციულ ხაზთან მდებარე ის სოფლები, რომელთა სიახლოვეს რუსმა სამხედროებმა საზღვრის აღმნიშვნელი ფირნიშები დაამონტაჟეს.





