გერმანიაში, ქალაქ ფოლკმარზენში მიმდინარე კარნავალზე ხალხში ავტომობილი შევარდა. ინფორმაციას ამის შესახებ Spiegel ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
Spiegel-ის ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ხოლო მანქანის მძღოლი უკვე დააკავეს. Waldeckische Landeszeitung-ის ინფორმაციით, ის მერსედესის მარკის ავტომობილს მართავდა.
გამოცემის ცნობით, დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან. ტელეარხ Tagesschau-ის ინფორმაციით, დაშავებულია მინიმუმ 10 ადამიანი. ადგილზე მუშაობს პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მაშველები.