10:45 ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან. თბილისი, საქართველოს პარლამენტი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული)
10:45 ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებთან. თბილისი, საქართველოს პარლამენტი, ოთახი #307 (A კორპუსი, III სართული)
12:00 სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში მძლეოსნობის მსოფლიო რანგის ლიდერები იკრიბებიან. საპატიო სტუმრებს შორის იქნებიან მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი და უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სერგეი ბუბკა, ევროპის მძლეოსნობის პრეზიდენტი სვეინ არნე ჰანსენი, ევროპის მძლეოსნობის ვიცე პრეზიდენტი დობრომირ კარამარინოვ და აფრიკის მძლეოსნობის კონფედერაციის პრეზიდენტი ჰამად კალკაბა მალბუმი.
13:00 ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” დამფუძნებელი ლევან ჩიტაძე ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” პრეს-კლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პრეზიდენტის მიერ ლ.ბობოხიძის შეწყალების ფაქტს შეაფასებს და ასევე იმსჯელებს პატიმრების შეწყალების კრიტერიუმებზე.
14:00 ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დაესწრებიან.
17:00 კოჯრის გზაზე, “პანორამა თბილისის” მშენებლობის ადგილას აქცია პაNOრამა მოეწყობა. ამავე აქციაზე გაიყიდება მაისურები 19 ივლისის აქციაზე 19 ივლისს, ასევე პანორამას საწინააღმდეგო აქციაზე უცენზურო სიტყვის პლაკატზე დაწერის გამო სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევად ცნობილი 7 მონაწილის ჯარიმის თანხის შესაგროვებლად.