ახალი ამბები

კორონავირუსზე ეჭვის გამო ბათუმის მატარებელი თბილისიდან ვერ გადის

24 თებერვალი, 2020 • 1692
კორონავირუსზე ეჭვის გამო ბათუმის მატარებელი თბილისიდან ვერ გადის

თბილისი-ბათუმის მატარებელი უკვე ერთი საათია თბილისიდან ვერ გადის. ამის მიზეზი სასწრაფო დახმარების სამსახურში შესული შეტყობინება გახდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, თბილისი-ბათუმის მატარებლის მგზავრების ნაწილმა მიიჩნია, რომ ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც მათი აზრით, ჩინეთის მოქალაქეა, სავარაუდოდ, გრიპის ნიშნები ჰქონდა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მატარებელი დატოვა. ისინი ბაქანზე იცდიან. თუმცა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის არც მგზავრის მოქალაქეობა და არც ის, იმყოფებოდა თუ არა ბოლო პერიოდში ჩინეთში.

რკინიგზაში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა უკვე ადგილზეა და მგზავრებს შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდებათ.

ჯერჯრობით უცნობია, როდის დაიძვრება მატარებელი ბათუმის მიმართულებით.

სასწრაფოში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მგზავრებს სიცხეს უზომავენ და პირველადი დაკვირვებით არაფერი საგანგაშო არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი