სააგენტო თურანის ცნობით, თავად ხადიჯა ისმაილოვა სასამართლოზე შუშის გალიაში, “აკვარიუმში” იმყოფებოდა.
როგორც ისმაილოვამ სასამართლოზე განაცხადა, ბოლო დროს მისი იზოლირება კიდევ უფრო გაძლიერებულია – წინასწარი დაკავების იზოლატორის ადმინისტრაცია მისთვის კორესპონდენციების შეტანას ზღუდავს, შესაბამისად, როგორც ისმაილოვა ამბობს, 22 ივნისის უზენაესი სასამართლოს წერილი მან მხოლოდ 13 ივლისს მიიღო.
არსებითი განხილვები ხადიჯა ისმაილოვას საქმეებზე 7 აგვისტოს დაინიშნა. ჟურნალისტს გამოძიება სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე ედავება.
| ||||