ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში აგვისტოს ომის 7 წლისთავს ღონისძიებებითა და ახალი ფილმით ხვდებიან

24 ივლისი, 2015 •
ცხინვალში აგვისტოს ომის 7 წლისთავს ღონისძიებებითა და ახალი ფილმით ხვდებიან

როგორც დღეს ცხინვალში ღონისძიებათა დაგეგმვის შეხვედრაზე განაცხადეს, ომის 7 წლისთავთან დაკავშირებით გამოვიდა ასევე ფილმი “ომის 120 საათი”, რომელშიც ის დოკუმენტური კადრებია შესული, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იყო გადაღებული.

 

“ასევე ვგეგმავთ ცენტრალურ მოედანზე ვაჩვენოთ სამხრეთ ოსეთის 116 გადამწვარი სოფლის იმიტაცია. ყველა სოფელთან ერთი ადამიანი იდგება, ვინც ამ მოვლენებს უფრო კონკრეტულად აღწერს.

 

ღონისძიებების შემადგენელი ნაწილია ასევე ფოტოგამოფენა, რომელზეც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული რუსი ჯარისჯაცების ფოტოები იქნება წარმოდგენილი.

გარდა ამისა, ცხინლვაში სამგლოვიარო მინიტინგი იგეგმება.


2008 წელი, აგვისტო, ცხინვალი; ფოტო: epa
2008 წელი, აგვისტო, ცხინვალი; ფოტო: epa


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
  
  


მასალების გადაბეჭდვის წესი