ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში დეპუტატი “როსნეფტის” მიერ ნავთობის მოპოვებაზე მორატორიუმს ითხოვს

24 ივლისი, 2015 • • 1016
აფხაზეთში დეპუტატი “როსნეფტის” მიერ ნავთობის მოპოვებაზე მორატორიუმს ითხოვს

“ვფიქრობ, ამ საკითხის მნიშვნელობა აფხაზეთისთვის შეუძლებელია შეაფასო და ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, რომ დეპუტატებმა ღიად გამოთქვან თავიანთი პოზიცოა ნავთობის მოპოვების საკითხზე. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და მოვუწოდებ ყველას, ვისთვისაც არ არის აფხაზეთის ბედი სულერთი, პარლამენტთთან შეიკრიბონ. იყოს ეს გარკვეული სახის რეფერენდუმი და სახალხო რჩეულებმა ღიად, თავიანთი ამომრჩევლის წინაშე საკუთარი აზრი გამოხატონ ამ საკითხზე”, – აცხადებს პარლამენტარი.

 

მისი თქმით, ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფი ახლანდელი ხელისუფლება თავის დაპირებებში ამბობდა, რომ ნავთობის მოპოვებაზე მორატორიუმი უნდა ყოფილიყო მიღებული, თუმცა ეს საქმე ახალ ხელისუფლებას ბოლომდე არ მიუყვანია.

 

როგორც აგრბა ამბობს, გაუაზრებელია “როსნეფტის” სასარგებლოდ და ადამიანთა მცირე ჯგუფის გამდიდრების გამო საზოგადოებისა და ზოგადად, აფხაზეთის ინტერესების უგულებელყოფა.

 

 
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   
   


მასალების გადაბეჭდვის წესი