”პარტიზანი მებაღეების” განცხადებით, თითოეული მაისური 12 ლარი ეღირება. სულ 100 ასეთი მაისურია დაბეჭდილი. მათივე განცხადებით, შაბათის აქციაც ”პანორამა თბილისის” მშენებლობის საწინააღმდეგო იქნება და მშენებლობის ერთ-ერთ ადგილზე, კოჯრის გზაზე გაიმართება.
19 ივლისს აქციის “არა პანორამას” მონაწილეების ნაწილი პოლიციამ დააკავა, რადგან მათ თან ჰქონდათ პლაკატები, წარწერებით, რომელიც უცენზურო სიტყვას შეიცავდა.
23 ივლისს სასამართლომ აქციის 7 მონაწილე სამართლადამრღვევად ცნო და თითოეულ მათგანს დააკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით. ”პარტიზანი მებაღეები” აცხადებენ, რომ მაისურები სწორედ ამ ჯარიმების გადასახდელად გაიყიდება.
რადგან სამართალმა ომი გამოგვიცხადა და არღვევს ჩვენს უფლებებს, აქციაზე გაიყიდება მაისურები წარწერებით “ამ ჩემს პანორამას”…
Posted by პარტიზანული მებაღეობა თბილისში Guerrilla gardening Tbilisi on Thursday, July 23, 2015