ახალი ამბები

ივანიშვილი NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა

24 თებერვალი, 2020 •
ივანიშვილი NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი NDI-ს პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.

ინფორმაციას ამის შესახებ “ქართული ოცნება” ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, შეხვედრა თბილისში, პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა. ივანიშვილმა და მიტჩელმა შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

გასული წლის ნოემბერში ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში გააკრიტიკა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტი (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტი (NDI)  და მათი დაკვეთით ჩატარებული კვლევების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა.

ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ NDI და IRI კვლვებს ენმ-ის გავლენის ქვეშ მყოფ ორგანიზაციებს ატარებინებს და ამ მიდგომას წლებია არ ცვლის. ივანიშვილი არ გამორიცხავდა, რომ კონგრესს, სენატს ან თეთრი სახლის ადმინისტრაციას ღია წერილით მიმართავდა.

აშშ-ის დაფუძნებული ინსტიტუტები საქართველოში დევალვაციას განიცდიან – ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი