ახალი ამბები

გერმანიამ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების რატიფიცირების სიგელები წარადგინა

24 ივლისი, 2015
გერმანიამ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების რატიფიცირების სიგელები წარადგინა

გერმანიის საელჩო აცხადებს, რომ ამით ასოცირების ამ შეთანხმებების ეროვნული რატიფიცირების პროცესი დასრულდა.

 

საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებებს 2014 წლის 21 მარტსა/27 ივნისს მოეწერა ხელი.

 

“ბაზრების ორმხრივი გახსნის გარდა ეს შეთანხმებები ითვალისწინებს ევროკავშირის სამართლებრივი და ეკონომიკური სტანდარტების დამკვიდრებას შესაბამის პარტნიორ ქვეყნებში. ეს სტანდარტები მოიცავენ, მაგალითად, რეფორმებს დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერებისათვის, ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას, კორუფციასთან ბრძოლას, ასევე ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ვაჭრობის, საბაჟო, კონკურენციის, ენერგეტიკისა და გარემოსა და კლიმატის დაცვის სფეროებში არსებული სტანდარტებისა და ადმინისტრირების გამოცდილების მისადაგებისკენ. მას შემდეგ, რაც პარტნიორმა ქვეყნებმა უკვე გასული წლის ზაფხულში მოახდინეს შეთანხმებების რატიფიცირება, ასოცირების შეთანხმების ის ნაწილები, რომლებიც ევროკავშირის კომპეტენციაში შედის, საქართველოსა და მოლდოვას შემთხვევაში უკვე 2014 წლის პირველი სექტემბრიდან არის დროებით ძალაში, ხოლო უკრაინის შემთხვევაში – 2014 წლის 1 ნოემბრიდან. საბოლოოდ ასოცირების შერთანხმებები ძალაში შევა მაშინ, როდესაც ევროკავშირის ყველა ქვეყანა და ევროკავშირი მოახდენს მათ რატიფიცირებას.


გერმანიის მიერ შეთანხმებების რატიფიცირება კი ამ პროცესში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. გერმანია და ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებს დიდი ძალისხმევით მხარს დაუჭერენ შეთანხმებების იმპლემენტაციისათვის აუცილებელი რეფორმების მიზანმიმართულ განხორციელებაში,”– აცხადებს გერმანიის საელჩო საქართველოში,”– ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ფოტო –  Colourbox.com
ფოტო – Colourbox.com

მასალების გადაბეჭდვის წესი