ახალი ამბები

ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

24 ივლისი, 2015 •
ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

26 ივლისს 18:20 საათიდან 19:40 საათამდე და ასევე 22:00 საათიდან 22:30 საათამდე სრულად გადაიკეტება მიხეილ მესხის სახელობის (ყოფილი „ლოკომოტივი“-ს) სტადიონის მიმდებარე ტერიტორია – წერეთლისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთიდან „კუ“-ს ტბის ასახვევამდე;

27 ივლისს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის ერთი მხარე – მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, ხოლო მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე იქნება ორმხრივი მოძრაობა;

28 ივლისს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გადაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის ერთი მხარე – მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, ხოლო მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე იქნება ორმხრივი მოძრაობა;

29 ივლისს 15:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი;

30 ივლისს 08:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ აღნიშნულ თარიღებსა და მიმართულებებზე ავტომანქანებით გადაადგილებისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.

შსს
შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი