ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა კორონავირუსის გამო

23 თებერვალი, 2020 • 2262
სომხეთმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა კორონავირუსის გამო

სომხეთის მთავრობამ კორონავირუსის საფრთხის გათვალისწინებით, ირანთან საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა, სულ მცირე, ორი კვირით შეზღუდა.

ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსით დაინფიცირების 43 შემთხვევაა გამოვლენინი, 8 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთს ირანთან სახმელეთო საზღვარი აქვს და ძლიერი სავაჭრო და სხვა სახის კავშირები.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 23 თებერვალს ფეისბუკზე დაწერა მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ.

„გაცნობებთ, რომ ხვალ დილას შეიკრიბება კორონავირუსის პრევენციის კომისია, რომელზეც განვიხილავთ სამომავლო ნაბიჯებს, შესაძლო სცენარებსა და ზომებს, რაც უნდა მივიღოთ“. ფაშინიანის თქმითვე, ეს კომისია 31 იანვრის შემდეგ მუშაობს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, აუცილებელია, ხაზი გავუსვათ, რომ არ არის პანიკის გავრცელების საფუძველი. ეს დამაზიანებელია“, – დაწერა ფაშინიანმა. სომხეთში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.

რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ – გახარია კორონავირუსის გამო ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი