ახალი ამბები

NDI მიუკერძოებელი ორგანიზაციაა – აშშ-ის ელჩი NDI-ს ხელმძღვანელს შეხვდა

23 თებერვალი, 2020 • 1758
NDI მიუკერძოებელი ორგანიზაციაა – აშშ-ის ელჩი NDI-ს ხელმძღვანელს შეხვდა

აშშ-ის საელჩო საქართველოში იუწყება, რომ ახალი ელჩი კელი დეგნანი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელს შეხვდა საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ.

საელჩო წერს, რომ (NDI) მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს უჭერს მხარს და საქართველოში ოც წელზე მეტია, რაც მუშაობს.

„აშშ-ის მთავრობა სიამაყით თანამშრომლობს NDI-სთან, რათა ხელი შეუწყოს ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტების შენებასა და გაძლიერებას, რომელიც უპასუხებს ქართველი ხალხის საჭიროებებს“, – წერს საელჩო.


რამდენიმე თვის წინ საქართველოს ექსპრემიერმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „იმედზე“ ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-ის დაფუძნებული ინსტიტუტები საქართველოში დევალვაციას განიცდიან.

„დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში“, – თქვა მან საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტსა (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტზე (NDI) საუბრისას. მათი დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს ივანიშვილი არ ენდობა და აკრიტიკებს.

ივანიშვილის ეს განცხადებაა გააკრიტიკეს საქართველოში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის, „ღია საზოგადოების ფონდმა“. ფონდის ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა განაცხადა:

„არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროებას ხელისუფლება იწყებს მაშინ, როცა ის იწყებს სვლას ავტოკრატიისკენ“.

აშშ-ის დაფუძნებული ინსტიტუტები საქართველოში დევალვაციას განიცდიან – ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი