ახალი ამბები

იუნკრების შეურაცხყოფაა – ზურაბიშვილი სსრკ-ის ჰიმნის ჩართვაზე

23 თებერვალი, 2020 • 1698
იუნკრების შეურაცხყოფაა – ზურაბიშვილი სსრკ-ის ჰიმნის ჩართვაზე

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუნკრების შეურაცხყოფად შეაფასა პარლამენტში სსრკ-ის ჰიმნის ჩართვა.

18 თებერვალს პარლამენტოს პლენარულ სხდომაზე არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა სსრკ-ის ჰიმნი ჩართეს. ამ სიმბოლური პერფორმანსით მათ საპარლამენტო უმრავლესობა გააკრიტიკეს.

23 თებერვალს, როდესაც საქართველოში 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკრების დღეს აღნიშნავენ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა:

„ვიღაცამ გაბედა და ამ ადგილას გააჟღერა საბჭოთა ჰიმნი. ეს არის ამათი [იუნკრების] შეურაცხყოფა. ყველაფერი შეიძლება, ყველანაირი კრიტიკა, ყველანაირი დაცინვა, მაგრამ რაღაცები არ შეიძლება“.

ამ პერფორმანსის გამო ელენე ხოშტარიას ოპონენტებმა აქციები მოუწყვეს. აქციები გაიმართა მისი პარტიის, „ევროპული საქართველოს“ ოფისთანაც, სადაც ხოშტარიას მანდატის დატოვება მოსთხოვეს.

თალაკვაძის გამოსვლისას სსრკ-ის ჰიმნი ჩართეს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი