23 თებერვალს თურქეთში, ირანის საზღვრისკენ, ვანის პროვინციაში 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრას სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა.
21 ადამიანი დაშავებულია, მათგან რამდენიმე კრიტიკულადაა. მონაცემებს თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
დაღუპულთაგან სამი არასრულწლოვანი იყო. შს მინისტრ სულეიმან სოილუს თქმით, 1000-ზე მეტი შენობა ჩამოიშალა.ამჟამად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ევროპის ხმელთაშუაზღვისპირეთის სეისმური ცენტრის თანახმად, მიწისძვრის სიღმრე 5 კმ იყო.
თურქული მაუწყებელი TRT იუწყება, რომ მიწისძვრამ 43 სოფელი დააზარალა