ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ტუსკი: ევროკავშირი ადასტურებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას

23 ივლისი, 2015 • • 1047
ტუსკი: ევროკავშირი ადასტურებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას

მისი თქმით, არსებული სტატუს-კვო კონფლიქტის ზონაში დიდხანს ვერ გაგრძელდება.

 

“ევროკავშირისთვის მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება პრიორიტეტად რჩება. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ მოლაპარაკებათა პროცესში ეუთოს [OSCE] მინსკის ჯგუფის მიერ გაწეული ძალისხმევის მხარდაჭერას”, – განაცხადა ტუსკმა. 

 

“თქვენს ვიზიტს ჩვენ განვიხილავთ როგორც ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს აზერბაიჯანისა და ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გზაზე”, – მიმართა ალიევმა დონალდ ტუსკს.

 

ტუსკმა პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ალიევთან შეხვედრაზე  გვერდი ვერ აუარა აზერბაიჯანში დაკავებული უფლებამდაცველების საკითხებს.

 

“მე განსაკუთრებული ხაზი გავუსვი ამ საკითხს, რამდენადაც ადამიანის უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ევროკავშირს სჯერა, რომ ღია საზოგადოება სტაბილურობისა და აღორძინების გრძელვადიანი გარანტიაა. მე განვიხილე პრეზიდენტთან ჩვენი მღელვარება უფლებადამცველების დაკავებებთან დაკავშირებით, და ვიმედოვნებთ, რომ ცალკეულ შემთხვევებში ნაბიჯები იქნება გადადგმული”. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი