ახალი ამბები

რეგიონის მოსახლეობას დენის ტარიფი 22%-დან 43%-მდე გაუძვირდება

23 ივლისი, 2015 • • 2808
რეგიონის მოსახლეობას დენის ტარიფი 22%-დან 43%-მდე გაუძვირდება

სემეკის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სამივე განსხვავებული ტარიფის მქონე მომხმარებლებს ელექტროენერგია 4 თეთრით გაუძვირდებათ.

 

რაც უფრო დაბალი ტარიფით იხდის აბონენტი, მისთვის ელექტროენერგია უფრო მეტი პროცენტით გაძვირდა.

 

მაგალითად: თუ თქვენ ელექტროენერგიას 50 კვტ. სთ-ს მოიხმართ, მაშინ დღეს არსებული ტარიფის მიხედვით 4,50 ლარს გადაიხდით, ხოლო გაძვირებული ტარიფის მიხედვით, გადასახადი 6.47 ლარს მიაღწევს. თქვენ იმავე მოხმარებულ ელექტოენერგიაზე 1,97 ლარით მეტის გადახდა მოგიწევთ, რაც 4.50-ის 43%-ია. შესაბამისად, თქვენთვის ელექტროენერგია 43%-ით გაძვირდა.

 

იმ აბონენტებისთვის, რომლებიც 101 კვტ.სთ-ზე მეტ დენს მოიხმარს ერთი თვის განმავლობაში, მას ელექტროენერგიის საფასური 30%-ით გაუძვირდება.

 

მაგალითად, თუ თქვენ 150 კილოვატს მოიხმართ საათში, მიმდინარე ტარიფით 19,47 ლარის გადახდა გეკუთვნით. ხოლო ქვითარი, რომელიც სექტემბრის დასაწყისში მოგივათ, იმავე 150 კვტ.სთ-ზე ახალი ტარიფით 25,39 ლარის გადახდა მოგიწევთ. ნაშთად დარჩენილი 5,92 ლარი კი მიმდინარე ტარიფის 30%-ია. ესე იგი, თქვენ აგვისტოს თვეში გამოყენებულ დენზე 30%-ით მეტს გადაიხდით.

 

ხოლო იმ აბონენტების, რომლებიც თქვეში 300 კვტ.სთ-ზე მეტს მოიხმართ, 22%-ით მეტის გადახდა მოგიწევთ. ასე, მაგალითად, 320 კვტ.სთ-ს გამოყენებისთვის 56 ლარის გადახდა გიწევთ, ხოლო გაძვირების შემდეგ 68,64 ლარს გადაიხდით. 12,64 ლარი 56 ლარის 22%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის ელექტროენერგია 22%-ით გაძვირდა.

 

ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის მაჩვენებელი:

 

დენის ტარიფი რეგიონის მოსახლეობისთვის
დენის ტარიფი რეგიონის მოსახლეობისთვის

       
       
       
       

ნათურა
ნათურა

მასალების გადაბეჭდვის წესი