ახალი ამბები

კეზერაშვილმა “ფორმულის” დანარჩენ მეწილეებს ტელევიზიის წილების გაყიდვა აუკრძალა

21 თებერვალი, 2020 • 3898
კეზერაშვილმა “ფორმულის” დანარჩენ მეწილეებს ტელევიზიის წილების გაყიდვა აუკრძალა

დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულის” დანარჩენ მეწილეებს წილების გაყიდვა აუკრძალა. აღნიშნული ცვლილება საჯარო რეესტრში მიმდინარე წლის 6 თებერვალს აისახა.

დავით კეზერაშვილის გარდა, რომელიც “ფორმულის” 51- პროცენტიან წილს ფლობს, ტელეკომპანიის მეწილეები არიან მიხეილ მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზურაბ გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა. თითოეული მათგანი ტელეკომპანიის 12.25- პროცენტიან წილს ფლობს.

საჯარო რეესტრში ასახული ინფორმაციის მიხედვით, ტელეკომპანიის მეწილეებს ააეკრძალათ შპს „ფორმულის“ კაპიტალში მათ საკუთრებაში არსებული წილების გასხვისება, გადაცემა, დაგირავება ან რაიმე უფლებით დატვირთვა, მაჟორიტარი პარტნიორისადმი – დავით კეზერაშვილისადმი  ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების სრულად დაფარვამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი