ირანში კორონავირუსის კიდევ 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც “როიტერსი” წერს, მთლიანობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 18 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 4 ინფიცირებული გარდაიცვალა.
კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა ირანის ქალაქ ქომში დაფიქსირდა, რომელიც თეირანიდან 120 კილომეტრში მდებარეობს, თუმცა ირანის სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.
ირანის ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დაავადების შემთხვევები ირანის მთელ ტერიტორიაზე იყოს გავრცელებული.
ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, კორონავირუსის დიაგნოზი ქომში 7, თეირანში- 4, გილანის პროვინციაში კი 2 ადამიანს აქვს დასმული.
ამჟამად კორონავირუსით მხოლოდ ჩინეთში თითქმის 75 000 ადამიანია დაავადებული, გარდაცვლილია 2000-ზე მეტი.