ახალი ამბები

არ ვაპირებ მასთან არავითარ კონსულტაციებს – ბესელია მერაბიშვილზე

21 თებერვალი, 2020 • 1214
არ ვაპირებ მასთან არავითარ კონსულტაციებს – ბესელია მერაბიშვილზე

ეკა ბესელიას განცხადებით, ის არ აპირებს ვანო მერაბიშვილთან მოლაპარაკებებს ან რაიმე სახის კონსულტაციებს. მისი თქმით, ოპოზიციასთან დიალოგზე მხოლოდ იმიტომ წამოვიდა, რომ სურს მართლმსაჯულების სისტემის შეცვლა და წინასააწრჩევნოდ სამართლიანი პირობების შექმნა. ამის შესახებ ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას, “ლეიბორისტულ ოფისში” ოპოზიციის მორიგ შეხვედრამდე განაცხადა:

“მე არაფერი მაქვს სალაპარაკო ვანო მერაბიშვილთან, არ შემცვლია ჩემი წარმოდგენები ამასთან დაკავშირებით, რასაც ვფიქრობდი, ზუსტად იგივეს ვფიქრობ დღესაც. მე ვესაუბრები სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში უნდა დალაგდეს მართლმსაჯულების სისტემა და წინასაარჩევნო წინაპირობები უნდა იყოს სამართლიანი, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას აზრი უნდა ჰქონდეს. მე არ ვხედავ, რომ ის აქ უნდა მოვიდეს და არ ვაპირებ მასთან არავითარ კონსულტაციებს და საუბარს”, – განაცხადა ბესელიამ.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 6 წლისა და 9 თვის შემდეგ საპატიმრო გუშინ, 20 თებერვალს დატოვა. საპატიმროს დატოვებისთანავე მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიტიკას უბრუნდება, თუმცა ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ ძალას შეუერთდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი