ახალი ამბები

მდინარაძე: ოპოზიციამ მაქსიმუმ თებერვლის ბოლომდე უნდა თქვას, უბრუნდება თუ არა დიალოგს

21 თებერვალი, 2020 • 1245
მდინარაძე: ოპოზიციამ მაქსიმუმ თებერვლის ბოლომდე უნდა თქვას, უბრუნდება თუ არა დიალოგს

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციას ხელისუფლების შეთავაზებაზე საპასუხოდ დრო თებერვლის ბოლომდე აქვს, რადგან მდინარაძის თქმით, შემდეგ შეუძლებელი იქნება საკონსტიტუციო ცვლილების გნახორციელება:

“ძალიან ცოტა დრო რჩება იმ დროის გასვლამდე, ოპოზიციამ პასუხი რომ უნდა თქვას. მათი ლუსტრაცია მოხდება, თუ პასუხი არ იქნება – უბრუნდებიან თუ არა მოლაპარაკებების მაგიდას, რასაც მოუწოდებენ ჩვენი პარტნიორები. დედლაინი გამოწვეულია იმით, რომ  შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილება შეუძლებელია. მათ მაქსიმუმ თებერვლის ბოლომდე უნდა თქვან, უბრუნდებიან თუ არა მოლაპარაკებების მაგიდას. ჩვენი შეთავაზება არის 100/50-ზე” ,- ამბობს მამუკა მდინარაძე.

თავდაპირველად, მმართველი გუნდი ოპოზიციას სთავაზობდა 2020 და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების 50-მდე შემცირებული მაჟორიტარული ოლქებით ჩატარებას. მოგვიანებით კი ამ მოდელით მხოლოდ 2020 წლის არჩევნების ჩატარება შესთავაზა. თუმცა მას შემდეგ, რაც გიგი უგულავა დააკავეს, ოპოზიციამ მმართველ გუნდთან მოლაპრაკებები შეწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი