ახალი ამბები

რესტორანთან, სადაც მერაბიშვილია, აქციას მართავენ

20 თებერვალი, 2020 • 1470
რესტორანთან, სადაც მერაბიშვილია, აქციას მართავენ

თბილისში, ერთ-ერთი რესტორანთან, სადაც ვანო მერაბიშვილთან მეგობრები და ენმ-ის ლიდერები  მივიდნენ, პარტიის ოპონენტები აქციას მართავენ.

ისინი აცხადებენ, რომ ვანო მერაბიშვილის დილანდელ განცხადებას აპროტესტებენ.

ყოფილმა შინაგან საქმეთა და ექსპრემიერმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დღეს, 20 თებერვალს დატოვა.

როგორც მან თქვა, ის გააგრძელებს ბრძოლას “ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ. „წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის მერე ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, ვინც ამ ციხეში ზის, გათავისუფლდება“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ რესტორანთან მისული დემონსტრანტები ამბობდნენ, რომ მის ამ განცხადებას აპროტესტებენ.

დღესვე მერაბიშვილის ამ ნათქვამზე განმარტება გააკეთა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კაკო ბობოხიძემ და თქვა, რომ „დამხობაში არჩევნებით შეცვლა იგულისხმება“.

აქციაზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი.


19 თებერვალს, საღამოს, ოპოზიციონერ პარლამენტარ ელენე ხოშტარიას რამდენიმე ადამიანი რესტორანში სადილობისას მიუვარდა და მისი გადადგომა მოითხოვა.

თალაკვაძის გამოსვლისას სსრკ-ის ჰიმნი ჩართეს [ვიდეო]

ევროპული საქართველოს ოფისთან საპროტესტო აქცია წინა დღითაც გაიმართა.

თალაკვაძის გამოსვლისას სსრკ-ის ჰიმნი ჩართეს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი