საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე, რომლის უკანაც საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, რუსეთის “გრუ” (სამხედრო დაზვერვის სამსახური) დგას, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.

დანია იზიარებს შეშფოთებას და რუსეთის აქტივობებს მავნებლურს უწოდებს:

“დანია იზიარებს ღრმა შეშფოთებას რუსეთის მავნებლური კიბერაქტივობების გამო და განაგრძობს მშვიდობიანი, თავისუფალი, ღია და დაცული კიბერსივრცის ხელშეწყობას” ,- წერია განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმაც საქართველოში. ორივე ქვეყანა გმობს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ქმედებას.

ყველა ქართული ვებსაიტი, რომლებზეც ჰაკერული შეტევაა – განახლებადი