ახალი ამბები

ანონსი: 22 ივლისი

22 ივლისი, 2015 •
ანონსი:  22 ივლისი

11:00-ზე არასამთავრობო ორგანიზაცია “სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის” იდეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი თინათინ დოგრაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საკანონმდებლო წინადადება სავალდებულო ქვოტირებასთან (ქალების) დაკავშირებით. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

 

11:00 საათზე, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ცენტრალურ შესასვლეთან, “ქართული დასის” ორგანიზებით გაიმართება საპროტესტო აქცია: “ელექტროენერგიის ტარიფის უკანონო ზრდის წინააღმდეგ” ( მისამართი: მიცკევიჩის ქუჩა N 19 )

 

11:00 საათზე საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: დეპუტატი საზოგადოებას „იმედის კვირა“-ში გასული ჟურნალისტური გამოძიების – „ვინ ლობირებს გზების თემას მერიაში“ დაკავშირებით სარევიზიო მოკვლევის შედეგებს გააცნობს. მის: თბილისი, თავისუფლების 2

 

11:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ შედგება TBILISI 2015-ის მარკის პრეზენტაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და შპს „საქართველოს ფოსტასთან“ მჭიდრო თანამშრომლობით გამოცემული იქნა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკები, რომლებზეც გამოსახულია „თბილისი 2015“-ის ოფიციალური ლოგო, თილისმა – ხოხობი და ფესტივალის სპორტული სახეობების სიმბოლოები.

 

11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ახალი მემარჯვენეების ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე პრესკონფერენციას გამათავს თემა: ოპოზიციის გეგმები შემოდგომაზე და საარჩევნო კოალიციები.

 

12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე, დონალდ ტუსკის ვიზიტზე და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

12 საათზე “მემარცხენე ალიანსი” დაესწრება და გააპროტესტებს მარეგულირებელი კომისიის სხდომას, “სადაც განიხილება დენის ტარიფის გაზრდაზე შეტანილი განაცხადი”.

 

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში საქართველოს ფოსტის ყოფილი თანამშრომლები “განცხადებას გააკეთებენ სკანდალურ ფაქტებზე, რომელსაც ადგილი აქვს „საქართველოს ფოსტაში“ და დაანონსებენ ფოსტის წინ კარვების გაშლას და შიმშილობას”.

 

12:00-ზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: შინაგან საქმეტა სამინისტროს გაყოფა და ფინქციების განაწილება; სხვა მიმდინარე საკითხები მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599 726565.

 

12:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში გიორგი რუხაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: დონალდ ტუსკის ვიზიტის შეფასება, ე.წ. საზღვრის გადმოწევის საკითხი, მოსალოდნელი საფრთხეები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

12:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში „დემოკრატიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი ლაშა ჩხარტიშვილი და ადვოკატი ვახტანგ გაგნიძე “პოლიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლის და უკანონო პატიმრების, ფილიპე ბაბაიანიასა და არტურ ოგანეზეოვის წინააღმდეგ სამართალდამცავების მიერ განხორციელებულ ახალ კანონდარღვებზე, მათი ოჯახის წევრების მიმართ ზეწოლასა და ფილიპე ბაბაიანისათვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაუწევლობის თაობაზე განცხადებას გააკეთებენ”.

 

13:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ბრიფინგს გამართავს. თემა: “ეროვნული ბანკის ქმედებები ლარზე ნეგატიურად მოქმედებს”. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“ მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა 557 75 65 33

 

13:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართება. თემა: ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მინდელის N9). 

 

13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში გიორგი გაბედავა პრესკონფერენციას გამართავს თემა: ხურვალეთში არსებული ვითარება

მასალების გადაბეჭდვის წესი