ახალი ამბები

ჩეხეთი გმობს საქართველოში რუსეთის კიბერშეტევას

20 თებერვალი, 2020 • 983
ჩეხეთი გმობს საქართველოში რუსეთის კიბერშეტევას

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოში 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელებულ კიბერშეტევას:

“მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში ჩვენ არ გვაქვს პირველადი სასამართლო მტკიცებულებები, ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, ეჭვი შევიტანოთ ჩვენი მოკავშირეების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შეფასებაში. ასეთი შეტევები ძირს უთხრის ნდობას და საფრთხეს უქმნის კანონზე დაფუძნებულ წესრიგს. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორს, საქართველოს კიბერთავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, რათა ეფექტურად დაიცვას ქვეყანა მომავალი თავდასხმებისგან”, – წერია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, 20 თებერვალს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქრათველოში 2019 წლის 28 ოქტომბერის კიბერშეტევა რუსეთის მხარემ განახორციელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი