პირველ ეტაპზე, როგორც მერიაში ცხადებენ, ქალაქში 7 ამორტიზებული მოსაცდელი ჯიხურის დემონტაჟი განხორციელდება.
“100 მოსაცდელი ჯიხურის შესყიდვაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. ახალი მოსაცდელი ჯიხურები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება”, – წერია მერიის განცხადებაში.
გუშინ, 20 ივლისს თბილისის მერიამ დაადასტურა ნიკა მელიას მიერ გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებასთან დაკავშირებით თბილისში ავტობუსების მოსაცდელების დემონტაჟი განხორციელდა. თუმცა მერიის გუშინდელ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს იყო დროებითი როტაცია და ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ მოსაცდელებს თავის ადგილებზე დააბრუნებდნენ.