ახალი ამბები

თავდამსხმელი, რომელმაც გერმანიაში 9 ადამიანი მოკლა, სავარაუდოდ, ულტრანაციონალისტია

20 თებერვალი, 2020 • 688
თავდამსხმელი, რომელმაც გერმანიაში 9 ადამიანი მოკლა, სავარაუდოდ, ულტრანაციონალისტია

გერმანიის ქალაქ ჰანაუში სროლა, რომელმაც 8 ადამიანი შეიწირა, სავარაუდოდ, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტმა მოაწყო. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

გერმანიის პროკურატურის ცნობით, მომხდარი ტერორისტულად აქტად მიაჩნიათ, ხოლო დანაშაულის მოტივად – ნეგატიური განწყობა უცხოელებისადმი.

ქალაქის ორივე ადგილი, სადაც თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ძირითადად, ქურთებით იყო დასახლებული.

43 წლის კაცმა, რომელმაც სროლა მოაწყო, მოგვიანებით საკუთარ სახლში თავი მოიკლა. მისი ცხედარი დედის ცხედართან ერთად აღმოაჩინეს.

Bild-ის ინფორმაციით, კაცი გერმანიის მოქალაქე იყო, ჰქონდა იარაღის ქონის ნებართვა, ხოლო ტყვიები მის მანქანაში აღმოაჩინეს. ამავე გამოცემის თქმით, თავისი ულტრამემარჯვენე იდეები მან გამოხატა წერილსა და ვიდეოში, რომლებიც სიკვდილამდე ჩაწერა, მაგრამ ეს ოფიციალურად არაა დადასტურებული.

მამაკაცმა სროლა გერმანიის ქალაქ ჰანაუში მოაწყო. ჯერ – ჩილიმ-ბარში, ქალაქის ცენტრში, შემდეგ კი -კიდევ ერთ ლოკაციაზე. გარდაცვლილია 8 ადამიანი, ძლიერადაა დაჭრილი – 5.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი