ლექსო მაჭავარიანი მოძრაობა 2.06-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ეს მოძრაობა მხარს უჭერს აღნიშნულ კანონპროექტს და მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქციებიც გამართა.
კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ლექსო მაჭავარიანს შენიშვნით რამდენჯერმე მიმართა, შემდეგ კი მანდატურს მოუწოდა, ლექსო მაჭავარიანი დარბაზიდან გაეყვანათ.