ახალი ამბები

საკრუიზო გემზე კორონავირუსით ორი მგზავრი დაიღუპა

20 თებერვალი, 2020 • 1274
საკრუიზო გემზე კორონავირუსით ორი მგზავრი დაიღუპა

იაპონიაში საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე მყოფი ორი მგზავრი კორონავირუსით დაავადების გამო გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გარდაცვლილები იაპონიის მოქალაქეები არიან – 87 წლის მამაკაცი და 84 წლის ქალი. ორივე მათგანს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც ჰქონდათ.

საკრუიზო გემი Diamond Princess ორი კვირის განმავლობაში კარანტინის მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგანაც მასზე კორონავირუსით დაავადებული ადამიანები აღმოჩნდნენ. გემის მგზავრებს ხმელეთზე ჩამოსვლის ნება ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ მისცეს.

კორონავირუსით ამჟამად მხოლოდ ჩინეთში თითქმის 75 000 ადამიანია დაავადებული, გარდაცვლილია 2000-ზე მეტი.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი