ახალი ამბები

სააკაშვილი მერაბიშვილის გათავისუფლებას მიესალმება

20 თებერვალი, 2020 • 1480
სააკაშვილი მერაბიშვილის გათავისუფლებას მიესალმება

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას მიესალმება. ის ამის შესახებ განცხადება ფეისბუკზე ავრცელებს.

“მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ.
მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება. მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ”, – წერს სააკაშვილი.

მან რამდენიმე დღის წინ მერაბიშვილს გათავისუფლების შემდეგ პოლიტიკური ტაიმაუტის აღება ურჩია. მერაბიშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა და პოლიტიკაში აქტიურად მონაწილეობა დააანონსა, თუმცა ჯერ არ დაუკონკრეტებია, რომელ პარტიაში: ენმ-ში თუ ევროპულ საქართველოში.

სააკაშვილი მერაბიშვილს პოლიტიკურ ტაიმაუტს ურჩევს

მასალების გადაბეჭდვის წესი