ახალი ამბები

ოპოზიციაში არ ვარ ერთადერთი, ვინც „ოცნებას“ შეხვდა — იაგო ხვიჩია

19 თებერვალი, 2020 • 2379
ოპოზიციაში არ ვარ ერთადერთი, ვინც „ოცნებას“ შეხვდა — იაგო ხვიჩია

არასაპარლამენტო პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ არ არის ერთადერთი პოლიტიკოსი ოპოზიციური სპექტრიდან, ვინც მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ცალკე შეხვდა.

იაგო ხვიჩიამ რამდენიმე საათით ადრე დაადასტურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრა და თქვა, რომ თალაკვაძე მას „დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის თაობაზე“ სასაუბროდ შეხვდა და მისი მოსაზრებები მოისმინა.

19 თებერვალს „პალიტრანიუსის“ ეთერში ჟურნალისტმა იაგო ხვიჩიას დამატებითი კითხვები დაუსვა ამ საკითხზე, რომლებზე პასუხადაც გირჩის ლიდერმა თქვა:

„მე არ ვარ ერთადერთი, ვინც [ხელისუფლების წარმომადგენლებს] შეხვდა“. ხვიჩიას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად ვინ ვის შეხვდა, და განაცხადა, რომ „თვითონ იტყვიან, თუ მოუნდებათ“.

მან ასევე განაცხადა, რომ „არასწორად არის გაგებული შეხვედრის შინაარსი. ამ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ რაიმე პირობის სათქმელად, რომ რაიმე ასე მოხდება“.

ხვიჩიას თქმითვე, ის არ შეხვედრია თალაკვაძეს, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი.

რა პოზიცია აქვთ ოპოზიციაში კალაძის შეთავაზებაზე

რა პოზიცია აქვთ ოპოზიციაში კალაძის შეთავაზებაზე

რა პოზიცია აქვთ ოპოზიციაში კალაძის შეთავაზებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი