ახალი ამბები

ხოშტარიას რესტორანში მიუვარდნენ, ოფისთან აქცია მოუწყვეს

19 თებერვალი, 2020 • 2666
ხოშტარიას რესტორანში მიუვარდნენ, ოფისთან აქცია მოუწყვეს

19 თებერვალს, საღამოს, ოპოზიციონერ პარლამენტარ ელენე ხოშტარიას რამდენიმე ადამიანი რესტორანში სადილობისას მიუვარდა და მისი გადადგომა მოითხოვა.

პარალელურად აქცია გაიმართა „ევროპული საქართველოს“ ოფისთან, რომლის ახლოსაც მდებარეობს რესტორანი, სადაც ხოშტარია იმყოფებოდა. აქცია ახლაც გრძელდება.

მათი თქმით, ისინი აპროტესტებდნენ პარლამენტში სსრკ-ის ჰიმნის ჩართვას და ხოშტარიას გადადგომას ითხოვდნენ. წინა დღის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა სსრკ-ის ჰიმნი ჩართეს.

ადგილზე, სულ მცირე, 25 წუთის განმავლოაში პოლიცია არ გამოჩენილა.

რამდენიმე წუთში იქიდან, სადაც დემონსტრანტები ხოშტარიასთან მივიდნენ და „პროდასავლურობა-პრორუსულობაზე“ კამათი დაუწყეს, დეპუტატმა მათ მოუწოდა, გარეთ გასულიყვნენ და იქ გაეგრძელებინათ საუბარი.

რამდენიმე ადამიანი პარალელურად რესტორანშიც იყო შესული პლაკატებით, რომლებზეც ეწერა: „თქვენი ევროპული საქართველო უდროს საბჭოთა საქართველოს“ და ა.შ.

ერთ-ერთმა დემონსტრანტმა რესტორნის სხვა ვიზიტორებს მალე ბოდიში მოუხადა შეწუხებისთვის და თანამოაზრეებს მოუწოდა, პარტიის ოფისთან გაეგრძელებინათ პროტესტი.

მას შემდეგ, რაც რესტორნიდან გავიდნენ, აღნიშნულმა პირებმა საქართველოს ჰიმნი ჩართეს და იმღერეს, შემდეგ კი პარტიის ოფისთან გადაინაცვლეს, რომელიც 50-იოდე მეტრში მდებარეობს.

სალომე ბარკერი, „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ხოშტარიას მიუვარდა, „სირცხვილიას“ აქციებზე უნახავს და პროვოკატორია.

[მასალა განახლდება]

ევროპული საქართველოს ოფისთან საპროტესტო აქცია გუშინაც გაიმართა.

თალაკვაძის გამოსვლისას სსრკ-ის ჰიმნი ჩართეს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი