ტაბულას პროდიუსერი გუშინ “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობდა, რომ სამართალდამცავებმა მას უკანონოდ შეუზღუდეს თავისუფლება, რისი დამადასტურებელი  ვიდეომასალაც არსებობს.

 
 
ლექსო მაჭავარიანის ადვოკატი ოთო კახიძე მაჭავარიანის დაკავების ფაქტს სამართალდარღვევად აფასებს. მისი თქმით, ეს იყო მოქალაქის შეკრების და მანიფესტაციის განხორციელებაში ხელის შეშლა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით. იგი “ნეტგაზეთთან” საუბრისას არ გამორიცხავდა, რომ შსს-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეეტანათ.
 
 



სასამართლომ გამამართლა. საქმის წარმოება შეწყდა.

Posted by Lexo Machavariani on Monday, July 20, 2015


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლექსო მაჭავარიანი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული.

ლექსო მაჭავარიანი. ფოტო – საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან
ლექსო მაჭავარიანი. ფოტო – საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *