“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.
დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში” ხვიჩია ამბობს, რომ თალაკვაძემ დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის თაობაზე სასაუბროდ დაიბარა და მისი მოსაზრებები მოისმინა.
იაგო ხვიჩიას თქმით, მან თალაკვაძეს უთხრა, რომ პოლიტიკური ტემპერატურის დასაწევად პოლიტიკური პატიმრების გათავიუფლება და საარჩევნო სისტემაზე “ქართული ოცნების” დაპირების შესრულებაა აუცილებელი:
“დამიკავშირდა არჩილ თალაკვაძე და მითხრა, რომ მას ჩემთან შეხვედრა უნდოდა. არც კი მიფიქრია, რომ რაიმე პრობლემაზე შეიძლება იყოს საუბარი. მას აინტერესებდა ის, რაც რეალურად მეც მაინტერესებდა. ჩვენი ინტერესები იყო საერთო, როგორ შეიძლება პოლიტიკური ტემპერატურის დაბლა დაწევა ქვეყანაში. მან მოისმინა ჩემი აზრი და მე ვუთხარი, რაც იყო ამისთვის საჭირო. მას აინტერესებდა ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაწევს ქვეყანაში დაძაბულ პოლიტიკურ ტემპერატურას.
მე მაინტერესებდა, რამდენად სერიოზულად იყვნენ ისენი განწყობილი ამაზე სასაუბროდ და თუ სერიოზულად ეს უნდოდათ, ამის მოღწევა შესაძლებელი იყო გარკვეული გზებით. მაგალითად, იმით, რომ პოლიტიკური პატიმრები არ უნდა გვყავდეს და ხალხს არ უნდა ვიჭერდეთ არჩევნების წელს მოლაპარაკებების პარალელურად. მეორე, სიტყვა უნდა შესრულდეს მეტწილად მაინც, რომ მე მქონდეს საშუალება და ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდეთ საშუალება თქვან, ჩვენ გავაგრძელეთ ხელოსუფლებასთან საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ პირობა მეტნაკლებად შესრულებულია და ჩვენ დავივიწყოთ საუბარი იმაზე, რომ გადაგვაგდეს. ჩვენ თუ პარალელურად ვსაუბრიბთ იმაზე, რომ გადაგვაგდეს, იმაზე, რომ ხელისუფლებასთან ლაპარაკი არ ღირს, მაშინ საუბარი არის შეუძლებელი” ,- ამბობს იაგო ხვიჩია ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.
მისი თქმით, “გირჩის” და ოპოზიციური ერთობის პოზიციები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თანხვედრაშია და მას თალაკვაძისთვის არაფერი უთქვამს იმის საპირისპირო, რაზეც სხვა პარტიები ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრებისას განიხილავენ:
“რაც მე წარმომიდგენია სიტუაციის განსამუხტად, ჩემი აზრით, არ ეწინააღმდეგება სხვა ოპოზიციური პრტიების სურვილებს და მიზნებს. მე იქ არაფერი არ მითაქვამს და ვერც ვიტყოდი, რომელიც ჩემთვის არის მისაღები და დანარჩენი ოპოზიციისთვის მიუღებელი. ასეთი რამ არც მგონია სწორი. ვფიქრობ, დღეს გაერთიანებულ ოპოზიციას პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სწორი მოთხოვნები აქვს.
მე მათ ვუერთდები, მათთან ერთად ვარ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ როდესაც ვინმეს ჩემთან შეხვედრა და საუბარი აინტერესებს, იმათ არ ვესაუბრები. თუმცა, რაც შეეხება იმას, რომ მე მათ მაგივრად მივდივარ თუ არა ისეთ პირობებზე, რაც ეწინააღმდეგება იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ ლეობორისტული პარტიის ოფისში, არა. მსგავსი რამე არც მიფიქრია”, – ამბობს ხვიჩია.
“გირჩის” ლიდერი აღნიშნავს, რომ ყველასთან დიალოგისთვის მზადაა, თუ ამის მზაობას დაინახავს.