ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სომხეთში პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს და პრემიერ-მინისტრ ოვიკ აბრამიანს შეხვდება. მოლაპარაკებების შემდეგ ტუსკი და პრეზიდენტი სარგსიანი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. 

 

დონალდ ტუსკი ერევანში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდება. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი მემორიალურ კომპლექსს “ციცერნაკაბერდს” მოინახულებს და ოსმანურ იმპერიაში სომხეთთა გენოციდის მსხვერპლების ხსოვნას პატივს მიაგებს. 

 

დღის მეორე ნახევარში ტუსკი ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა.


   

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *